Wednesday, March 29, 2017

გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქტები

პროექტის სახელწოდება: გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქტები;
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მოპოვება გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ; შეისწავლონ გენმოდიფიცირებული მცენარეების მიღების გზები; მოიძიონ ინფორმაცია არის თუარა სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის და რა ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე;
პროექის აქტუალურობა: მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიიღებენ ცოდნას, გამოიყენებენ პრაქტიკაში და იზრუნებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე;
პროექტის მიზანი:
1.     მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, და პრეზენტაციის უნარი;
2.     მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომვლელ გარემოზე, საკუთარი ჯანმრთელობაზე და საზოგადოებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
3.     მოსწავლეები შეძლებენ კვლევითი პროცედურის განხორციელებას და მონაცემების აღრიცხვას. სათანადო თვალსაჩინოების წარმოდგენას;
4.     შეძლებენ მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.
მოსწავლეების ასაკი: 15-16 წელი;
ვადების ხანგრძლივობა: 2-3 თვე;
მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
1.     მოსწავლეთა ჯგუფი ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს;
2.     მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას გმო-ს შესახებ ინტერნეტში;
3.     მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას მაღაზიებში არსებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ;
4.     მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას მოსახლეობაში, რამდენად იცნობენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და მის ზეგავლენას ორგანიზმზე;
5.     მოსწავლეები ერთად აკეთებენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებელთათვის;
6.     მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთსა და გამოაკრავენ;
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
1.     კომპიუტერი;
2.     პროგრამა “Power Point”;
3.     ფორმატის ქაღალდი;
4.     მარკერები;
5.     ფოტომასალა;
პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
1.     დიაგრამაზე მუშაობა „ვიცი, რა მინდა ვიცოდე“
2.     ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება;
3.     მონაცემების მოპოვება (ლიტერატურა, ვიდეო მასალა, მაღაზიები, ბაზარი); ფოტო მასალა;
4.     სლაიდების დამზადება;
5.     ინფორმაციის პრეზენტაცია „რამდენად მავნეა თუ სასარგებლოა გენმოდიფიცირებული პროდუქტი;
6.     ფოტომასალის გამოფენა;
აქტივობა N1
 ერთი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას მაღაზიებში არსებული გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე;
აქტივობა N2
 მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ბაზარში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე;


აქტივობა N3
 მესამე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას რაიონში გენმოდიფიცირებული სიმინდის თესვის შესახებ;
აქტივობა N4
 მეოთხე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ; გააკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ:
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან (ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი):
ბიოლოგია-XI-6.9
1.     მოსწავლე მსჯელობს ადამიანის გენეტიკურ სტრუქტურაზე, მავნე ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებზე და ასაბუთებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას;
კვლევა-XI
2.     მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელებას და მონაცემების აღრიცხვას; სათანადო თვალსაჩინოებით წარმოდგენა;
კვლევა-XI
3.     მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება;
კვლევა-XI
4.     შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
პროექტის ხელმძღვანელი:
ბიოლოგიის მასწავლებელი- ანა დავითაშვილი;
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
anadavitashvili47@gmail.com


Friday, March 17, 2017

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო რომელიხარ ცათა შინა წმინდა იყოს სახელი შენი მოვედინ სუფევაი შენი იყოს ნება შენი ვითარცა ცათა შინა ისე ქვეყანათა ზედა პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ და მოგვიტევენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ განსაცდელსა არამედ გვიხსენ  ჩვენ ბოროტისაგან.

Wednesday, March 15, 2017

ვნერვიულობ

მინდა კარგად ვისწავლო ყველა საკითხი კომპიუტერში